არჩევნებში წაგების ეშინიათ და ყველა სისულელეს იგონებენ - ოპოზიცია კობახიძის ბრიფინგს აფასებს

გამოქვეყნდა:

აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო განცხადება და აგონიაში მყოფი ირაკლი კობახიძის მორიგი სიბეცე - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" ბრიფინგს. ბრიფინგზე მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს და მოქალაქეების რეაქციას იკვლევს.

"ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო განცხადებები, იქნება ეს წულუკიანი, კობახიძე თუ სხვა ადამიანები არის გამსჭვალული იმ შეგრძნებით, რომ როგორც ჩანს მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ არჩევნებს აგებენ. თუ ჩვენ ხელისულფების ქვეცნობიერი გველაპარაკება, რომელმაც გააცნობიერა, რომ არჩევნებს აგებს, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ ასცდებათ", - თქვა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მურთაზ ზოდელავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმების შემქნას ცდილობს და თუ ხელისუფლება ამას რევოლუციურ სცენარად თვლის, მაშინ ლოგიკასთან პრობლემა აქვთ. 

"შიშისგან ტუჩებგათეთრებული, ამ შლეგი ღლაპის განცხადება ფაქტია, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნება აგებს და უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ და შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე, ეს არ უნდა დავუშვათ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძეც და მისი გუნდიც უნდა შეეგუოს, რომ მარცხდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი