მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ძალა არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქვეყნის მოღალატე, წმინდა ადგილების გადამცემი" სააკაშვილი და მისი "მოღალატე ბანდა" უნდა გაუქმდეს. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამ პოსტით მან Facebook-ზე მისი 2018 წლის სტატუსი გააზიარა, სადაც წერს, რომ "კრიმინალებს" აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ღარიბაშვილი მაშინ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი