აჭარაში არჩევნებს სუს-ი ატარებს. ოპოზიცია ბრალდებების დასადასტურებლად იმიტირებულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ იმიტირებულ ჩანაწერში სუს-ის მაღალჩინოსანი, თამაზ ხუციშვილი ფიგურირებს, რომელსაც ბათუმის საოლქო კომისიის ერთ ერთი წევრი ატყობინებს, რომ მის მიერ დანიშნული წევრი კომისიაში - გელა ტაკიძე, მოვალეობას თავს ვერ ართმევს.
ჩანაწერში სუს-ის მაღალჩინოსანი სხვა გვარებსაც ასახელებს.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ აჭარაში ხელისუფლებას მთელი ადმინისტრაციული რესურსი აქვს მობილიზებული, პირველ რიგში კი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.