მთელი სოფელი ავადმყოფებად გამოაცხადეს, თითქოს ყველას გადასატანი ყუთი სჭირდება - შემთხვევა მარნეულში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ერთი სავარაუდო შემთხვევა "მთავარმა არხმა" მარნეულში დააფისქირა.  ერთერთ უბანზე გამოკრულ სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისაც გადასატანი ყუთებით მომსახურება, წესით, არ უნდა სჭირდებოდეთ, რადგან ყველას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. 

"ჩემი და ჯანმრთელია, არ ვიცი ვინ ჩაწერა იმ სიაში, აზრზე არ ვარ რა ხდება, თან ის სხვა სოფელშ გათოვილი და არც მოვა ხმის მისაცემად,"-ამბობს ერთ-ერთი სიის წევრის ნათესავი

 "მთელი სოფელი ავადმყოფებად გამოაცხადეს და აქ სულ 5-6 პირია ავად" -ამბობს სიის ერთ-ერთი წევრი.

მოსახლეობის თქმით, სწორედ ასე ცდილობს ხელისუფლება, ხალხს ორჯერ მიაცემინოს ხმა და არჩევნები გააყალბონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი