ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, რა გააკეთონ არჩევნებიდან მეორე დღესვე - "ლელოს" შემაჯამებელი შეხვედრა

გამოქვეყნდა:

"ლელომ" ამომრჩეველთან მთავარი შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას თავდაპირველად ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.

"ლელო საქართველოსთვის, შეიქმნა იმისათვის რომ დავუსვათ წერტილი სიძულვილს, საზოგადოების დაყოფას, ადამიანების ურთიერთდაპირისპირებას და ყველა გავერთიანდეთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის მიზნის გარშემო. სწორედ ამიტომ შევძელით ჩვენ, რომ ასე მოკლე ხანში გავმხდარიყავით ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში და დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს 250,000 მხარდამჭერი, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, რაშიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გვაყვს უნარიანი და კომპეტენტური ადამიანები, რომელთაც იციან რა უნდა გააკეთონ არჩევნების მეორე დღიდანვე." - თქვა ბადრი ჯაფარიძემ

ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას შეახსენა, რომ დღეს 28 ოქტომბერს, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით "მრგვალმა მაგიდამ" კომუნისტური პარტია დაამარცხა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 1992 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს და შეკრებილ ამომრჩეველს მოუწოდა 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით, დემოკრატიული გზით შეცვალონ ხელისუფლება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი