Ipsos-ის რიგით მესამე კვლევა - 61% თვლის რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 59%- ხელისუფლების მუშაობითაა უკმაყოფილო

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა. მოსახლეობას პოლიტიკურ განწყობებზე ჰკითხეს. 

 

მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • ქართული ოცნება - 26.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17.8%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 5.3%
  • ევროპული საქართველო - 5.1%
  • ლელო - 2.7%
  • გირჩი - 2.7%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.2%
  • ერთიანი საქართველო - 0.7%
  • მოქალაქეები - 0.5%
  • სხვა პარტიები - 1.7%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 34%

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით: 

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 40.3 (+3.1)%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 31.2 (+4.0)%
  • ევროპული საქართველო - 6.8 (-3.8)%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 6.8 (+0.7)%
  • ლელო - 4.5 (-1.8)%
  • გირჩი - 3.4 (+1.5)%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.6 (+0.5)%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.5 (-0.6)%
  • ერთიანი საქართველო - 1.2 (-0.6)%
  • მოქალაქეები - 1.0 (-0.7)%
  • სხვა პარტიები - 0.7 (-2.3)%

მესამე კვლევის თანახმად, პრო-დასავლური ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები ჯამში "ოცნებისას" აღემატება. 

რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებდა პარლამენტში პროპორციული სიით - ​ალოკაციით მიღებული შედეგები:

  • ქართული ოცნება - 48 მანდატი
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 38 მანდატი
  • ევროპული საქართველო - 8 მანდატი
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 8 მანდატი
  • ლელო - 6 მანდატი
  • გირჩი - 4 მანდატი
  • ლეიბორისტული პარტია - 3 მანდატი
  • პატრიოტთა ალიანსი - 2 მანდატი
  • ერთიანი საქართველო - 2 მანდატი
  • მოქალაქეები - 1 მანდატი

პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, აქედან 30 მაჟორიტარი, 120 კი პროპორციული სიით გასული. 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 59% კი ხელისუფლების მუშაობითაა უკმაყოფილო. 

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ არასწორი.

  • სწორი - 27% 
  • არასწორი - 61%

კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • კმაყოფილი - 41%
  • უკმაყოფილო - 59%

ხოლო შეკითხვაზე, გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ - უნდა:

  • მინდა - 57%
  • არ მინდა - 25%

 

წინა კვლევის მსგავსად, კითხვა დაისვა კოალიციურ მთავრობაზეც -  თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდა, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 29%
  • ევროპული საქართველო - 23%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 22%
  • ქართული ოცნება - 22%
  • ლელო - 13%
  • პატრიოტთა ალიანსი - 13%
  • მოქალაქეები - 12%
  • ლეიბორისტული პარტია - 11%
  • ერთიანი საქართველო - 7%
  • გირჩი - 7%
  • თავისუფალი საქართველო - 7%

 

კვლევაში კითხვები შეეხებოდა გარეჯისა და ე.წ კარტოგრაფების საქმესაც: 

კითხვაზე, თქვენი აზრით, რას წარმოადგენს დავით გარეჯას საქმე? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • რეალური დანაშაულის გამოძიება - 13%
  • ოპონენტების წინასაარჩევნო დევნა - 32%
  • ორივე ერთად - 16%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 39%

ასევე კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული აზერბაიჯანისთვის დავითგარეჯის ტერიტორიების უკანონოდ გადაცემაში? პასუხები ასეთია: 

  • მჯერა - 17%
  • არ მჯერა - 38%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 46%

ხოლო  შეკითხვაზე - გჯერათ თუ არა ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • მჯერა - 8%
  • არ მჯერა - 34%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 59%

ტრადიციულად შეკითხვები დაისვა ეკონომიკაზე, სიდუხჭირეზე და მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევევბზე: 

კითხვაზე - მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შემდეგ საკითხებში - ეკონომიკა, უმუშევრობა, პენსიები, ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, სიღარიბე, ჯანდაცვა, პასუხები ასე გადანაწილდა:

ეკონომიკა:

  • გაუმჯობესდა - 6%
  • გაუარესდა - 79%

გამოკითხული ადამინებისთვის, ასევე გაუარესდა დემოკრატია, მედიის დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. არც ერთი ამ მიმართულებით ადამიანებისთვის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ წასულა. 

რაც შეეხება ეკონომიკა-დასაქმებას და სხვა:

კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა), შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • დასაქმება - 65%
  • ეკონომიკა - 54%
  • სიღარიბე - 52%
  • ფასების ზრდა - 39%
  • განათლება - 37%
  • ლარის გაუფასურება - 35%
  • ჯანდაცვა - 34%
  • პენსიები - 32%
  • კრიმინალი - 17%
  • სიტყვის თავისუფლება - 10%
  • სახელმწიფო უსაფრთხოება - 9%
  • კორუფცია - 8%
  • კოვიდ-ეპიდემია - 8%
  • დემოკრატია - 7%
  • საგარეო პოლიტიკა - 6%

მოსახლეობას ასევე თვლის, რომ გაურესდა საგარეო პოლიტიკა -41%, კრიმინალთან ბრძოლა - 59%, კორუფციასთან ბრძოლა - 51%, სახელმწიფო უსაფრთხოება 44%. 

შეგახსენბთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი