31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გახარიას მთავრობამ სტრატეგია შეცვალოს და ხელისუფლებაში ივანიშვილის დატოვების წინასწარ მომზადებული გეგმა აამოქმედოს. ევროპული საქართველოს ლიდერი დარწმუნებულია, რომ ორ ნოემბერს პრემიერ მინისტრი პანდემიას მოიმიზეზებს, ამ მოტივით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ამით მაქსიმალურად შეზღუდავს მეორე ტურების წინ წინასაარჩევნო კამპანიებს და შესაძლოა თვეობითაც გაახანგრძლივოს ძველი პარლამენტის უფლებამოსილება.