"ოცნება" ისევ რევოლუციის "მოლოდინშია" - კობახიძე/მდინარაძის აგონია

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ" მმართველობის მერვე წელს ისევ ნაცად ტრიუკს მიმართა და ამომრჩეველს დესტაბილიზაცია დაუანონსა. მუქარის შინაარსი უცვლელია - ოპოზიცია გეგმავს ქვეყანაში რევოლუციური სცენარი განავითაროს 

მეტი დამაჯერებლობისთვის კობახიძემ ჩვეული ტერმინები გამოიყენა და ოპოზიცია კრიმინალებად და რადიკალებად მოიხსენია.

აგონიაში მყოფი მმართველი გუნდის ბოლო გზავნილები და კობახიძის მორიგი სიბეცე - ასეთი შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაანონსებულ გადატრიალებას.  

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნება" ახლა ბოლო საათებს ითვლის, ყველაფერზე მიდის და ლოგიკა ღალატობს. 

კობახიძის რიტორიკა გააგრძელა მდინარაძემ და თქვა რომ ოპოზიცია 31 ოქტომბერს აქციას გეგმავს და ფსონს არეულობაზე დებს. მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაესხა თავს.

​მდინარაძეს დღეს ოპოზიციაში განუმარტეს, რა იგეგმება 31 ოქტომბერს ჩანიშნულ აქციაზე. ასევე შეახსენეს, რომ გასულ თვეებში, ფეისბუქის ადმინისტრაციამ დაბლოკა ათასობით ტროლი და ბოტი, რომელიც პირდაპირ მმართველ გუნდზე იყო მიბმული და ფინანსდებოდა. 

არასამთავრობო სექტორში მმართველი გუნდის წევრებს ურჩიეს, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებული ორგანიზაციების კვლევისას, ის ორგანიზაციებიც დაასახელონ, რომელიც "ოცნების" ფულით ფინანსდება.

მაშინ როცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მოძალადე ოპოზიციაა და რადიკალურ სცენარს ამზადებს, დღის ბოლოს ბოლნისში ოპოზიციის მხარდამჭერი სცემეს. დაზიანებები მას "ქართული ოცნების" აქტივისტმა მიაყენა

უფლებადამცველების ანგარიშით, 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, ძალადობის ფაქტები მატულობს და დაპირისპირების გარეშე სავარაუდოდ, არც კენჭისყრის დღე ჩაივლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი