ჯარისკაცები ხმების მოსაგროვებლად - თავდაცვის სამინისტრო "მთავარი არხის" საპასუხოდ მორიგ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ჯარისკაცების საარჩევნო პროცესში ჩართვას. ღარიბაშვილის უწყებამ "მთავარი არხის" საპასუხოდ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ცილისწამებაზე საუბრობს.

უწყების ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით.

პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის მიერ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაწილის ფუნქციონირების შეფერხება. 

ღარიბაშვილის უწყებას არც ამჯერად დავიწყებია "წინა ხელისუფლება" და 2012 წელი:

2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინსტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანდება ქვეყნის დასაცავად. წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, ე.წ. დახურული უბნები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გაუქმდა და სამხედროების ტოტალური კონტროლი ემსახურებოდა ვიწრო პარტიული ინტერესებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გამოყენებას. ხშირი იყო სამხედროებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის, დახურული საარჩევნო უბნებით მანიპულაციის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებდა ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

"მთავარი არხის" ინფორმაციით,  რიგითების, სერჟანტების, კაპრალებისა და ლეიტენანტების ნაწილი ვაზიანის მექანიზებული ბრიგადიდან "ქართული ოცნებისთვის" ხმების მოსაგროვებლად სხვადასხვა სოფელში გაუშვეს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი