​​​​​​​პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ - ნიკა გვარამია "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება პარასკევს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად რა ჩანაწერებზეა საუბარი, ეს ნიკა გვარამიასთვის უცნობია.

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ამის შესახებ "ღამის მთავარის" სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა, სადაც ფრანგული კომპანია Ipsos-ის რიგით მეოთხე და არჩევნებამდე ბოლო კვლევის შედეგები გასაჯაროვდა:

"ვინ აგდებს ვიდეოებს ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, ვინ იღებს ისიც გავიგეთ, ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ ესენი, რომ იღებენ ასევე, და ჩვენი პერიოდისგან განსხვავებით, როცა არაფერი არ გამოქვეყნებულა, აქვეყნებენ -  ეს ვიცით.
პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ, ასე გავიგე", - 
ამბობს ნიკა გვარამია

აქვე შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" დღეს, რიგით მეოთხე Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი