მსოფლიოს უნდა დავანახოთ კორონავირუსის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები - გახარია

გამოქვეყნდა:

სქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მთავრობის ბოლო სხდომა გამართა. პრემიერმა არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებაზე ისაუბრა და ყველა "პოლიტიკურ მოთამაშეს" მოუწოდა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

"სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალურ ეპიდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობს გამოიყენოს. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო, უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები, ერთად მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს ვატაროთ პირბადე,"- თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საარჩევნო უბნებზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგებმა დაადგიეს და მსოფლიოს უნდა დავანახოთ, კორონავირუსის პირობებში "ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შგვიძლია აქ - საქართველოში".

შგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოტქომბერს ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი