ვისაც კომუნალურ გადასახადებში მთავრობის დახმარება არ სჭირდება, უარის თქმა შეუძლია - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება, მოქალაქეების ნაწილს მთავრობისგან 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადებზე დახმარება არ სჭირდება და მათ შეუძლიათ დღეიდან უარი განაცხადის საშუალებით თქვან. ამ თემაზე პრემიერმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მოგეხსენებათ, მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის, ასევე, სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული მოქალაქეების. იწყება პირველი ნოემბრიოდან, ეს გახლავთ კომუნალური გადასახადების ანაზღაურება, რაც მოიცავს ზამთრის პერიოდს, 1 ნოემბრიდან იწყება და იქნება 4 თვე. ეს არის ის მინიმუმი რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, მთავრობას შეუძლია მოქლაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის დროს შემოსავალი დაკარგეს, თუმცა ამავე დროს დროს გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენ მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდება და უკვე დღეიდან მათ შეეძლებათ განაცხადის საუფძლევზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე", - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, კომულაურ გადასახადებზე შეღავათები შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ მოხმარებული 200 კილოვატამდე ენერგია და 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ასევე, წყალი და დასუფთავება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი