კონომიკის მინისტრის თქმით, ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია Wizz Air, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"ოპტიმისტურად აფასეებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივებს, ასევე, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას მათ, მაგალითად, ვიზეარს, რომელიც იცით, რომ ხელი ყველანაირად შევუწყვეტ, ვიზეარი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას", - თქვა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, ვიზიარის გადაწყვეტილება ბაზის დროებით გაუქმებასთან დაკავშირებით პანდემიით იყო გამოწვეული და ბევრ ქვეყანაში მოუწიათ ბაზები შეემცირებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი