"მთავარის" ექსკლუზიური ფოტოები - ესებუა 27 ოქტომბერს ზუგდიდში გადაადგილდებოდა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა 2 დღის წინ ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებოდა. "მთავარ არხს" ფოტო-მასალა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წყარომ გადასცა.

ფოტოები, სავარუდოდ, პოლიციის დახურულ ჯგუფში გაავრცელეს იმის დასამტკიცებლად, რომ ძებნილი ბადრი ესებუა 27 ოქტომბერს ჯერ კიდევ ზუგდიდში იყო. 

ფოტო-მასალა ქუჩის სათავალთვალო კამერითაა გადაღებული. 

აქვე, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა:

ცნობისთვის, ბანკზე თავდამსხმელს მე-9 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც შს მინისტრი "მთავართან" ექსკლუზიური ინტერვიუსას ამბობს, "ესებუა 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვეც ეძებონ და ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი