დღეს გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 9 აჭარიდანაა, 7 თბილისიდან, 2 იმერეთიდან - მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 7 თბილისიდანაა, 9 აჭარიდან, 2 იმერეთიდან, 1 კახეთიდან და ასევე, ერთი მცხეთა-მთიანეთიდან. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ბრიფინგზე ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გაავრცლეა. 

მისი ინფორმაციით, ჯამში საქართველოში 511 მძიმე პაციენტია, მათგან მართვითი სუნთქვის აპარატი 128 პირს სჭრიდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 35 567;
  • გამოჯანმრთელებულია - 16 904;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 273;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 324;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 346;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი