გამოდი შვილო, ჩაბარდი, გაირკვევა ყველაფერი - ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

გამოქვეყნდა:

მედიაჰოლდინგი "კვირა" "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის, ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას, ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

"შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი - სად ხარ, არაფერი არ ვიცით შენს ადგილსამყოფელზე. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. გთხოვთ ამას", - ამბობს ესებუას მამა.

აქვე, ტარიელ ესებუა გასულ დღეებში ამბობდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ოჯახში 28 ოქტომბერს დაბრუნდებოდა. 

შეგახსენებთრომ 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი