დედაქალაქში ოპოზიციის გრანდიოზული აქციისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიძრნენ სამეგრელოდან ჩამოსული მხარდამჭერები. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში, აქციის მონაწილეები არჩევნებამდე 1 დღით ადრე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ - "დავემშვიდობოთ ბიძინას"- ეს არის ის მთავარი ლოზუნგი, რითიც მეგრელრბი დღეს დედაქალაქში ჩამოვიდნენ.
შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია 18 საათზეა დაგეგმილი.