რუსთავი-თბილისის გზაზე ჰომოფობიური, ძალადობრივი დაჯგუფება "ქართული მარში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს თბილისისკენ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე მარშის მხარდამჭერებთან ერთად ლიდერები ირაკლი შიხიაშვილი და სანდრო ბრეგაძე იმყოფებიან. მათ მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკეტეს.
"პროვოკაცია, რომელიც მოგვიწყეს ეს კარგად ვიცით უკვე და ქართული ოცნებაც აანონსებს, ეგ ბლუები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ არსებობს სათადარიგო შტაბი ვანო მერაბიშვილი და აქვთ მიზნად, რომ მოაყწონ პროვოკაციები წინასაარჩევნოდ და ამოგვარჩიეს ჩვენ. ნაციონალურ მოძრაობას აქედან არ გავატარებთ", - ამბობს ირაკლი შიხიაშვილი.
სანდრო ბრეგვაძე ამტკიცებს, რომ "ვანო მერაბიშვილის ზონდერები" თავს დაესხნენ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, რომელიც ამ დრომდე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის გახსნას ვერ ახერხებს.
"არა ბიძინა ივანიშვილს" - დღეს "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" თბილისში, 18:00 საათზე შემაჯამებელ აქციას მართავს.