ხელისუფლება ოპოზიციის აქციის ჩაშლას "ქართული მარშის" დახმარებით ცდილობს - დაპირისპირება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე
არჩევნებამდე 2 დღით ადრე, "ქარღთული ოცნება" ოპოზიციის აქციის ჩაშლას, "ქართუკლიმარშს" გამოყენებით ცდილობს.
შიხიაშვილი-ბერგაძის დაჯგუფებამ დაახლოებით 1 საათის წინ თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტა და აქციაზე მომავალ ავტოკოლონას დედაქალაქში არ უშვებდა. მოხდა დაპირისპირება პოლიციასთანაც. სამართალდამცველები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც ოპოზიციისა და მარშელების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რადიკალური დაჯგუფების წევრები ხელით სამართალდამცველებსაც შეეხნენ, თუმცა პოლიციას ისინი არ დაუკავებია.
ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა თბილისი-რუსთავის გზაზე გახსნილია, თუმცა ქართული მარში ისევ იქ რჩება და ამბობს, რომ ენმ-ს მხარდამჭერებს თბილისში არ შემოუშვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციაზე მომავალი მხარდამჭერები ამბობენ, რომ "ქართული მარში" ხელისუფლების დავალებით მოქმედებს. მარშელები კი პროვოკაციაში ოპოზიციის მხარდამჭერებს ადანაშაულებენ.