ენმ- გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ საარჩევნო შეხმედრაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მიმართა.
„8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა. ხომ ამოგივიდათ ყელში? 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას? ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ჯანდაცვას, მედიცინას, იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ... გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“,-განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ იქნება რევანში, შურისძიება და საჯარო მოხელეების გათავისუფლება სამსახურებიდან:
"არცერთი საჯარო მოხელე, არცერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის, ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს, ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტინაული მოვალეობა." მიმართა ვაშაძემ მხარდამჭერებს და მოუწოდა არ დარჩნენ სახლში და ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით