
ჩვენ არ ვიყიდებით - ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორში, ლევან ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედნიდან მიმართა.
ოპოზიცია ქვეყნის მთავარ გამზირზე შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეკრებას მართავს.
ოპოზიციური ლიდერები მხარდამჭერებს და ზოგადად ამომრჩევლებს, 31 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ
რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში 8 წელია ვუყურებთ როგორ ანადგურებენ ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორ ანგრევენ ეკონომიკას, როგორ დააჩაჩანაკეს ჩვენი ხალხი, როგორ აფეთქებდნენ საყდრისს, როგორ არცხვენენ ჩვენს პოლიციას, როგორ ანგრევენ სამხედრო ინდუსტრიას.
ბიძინა ივანიშვილი 8 წელია გვიმტკიცებს, რომ საქარველოს განვითარება არ შეუძლია და ბანძი ერი ვართ. ახლა მე მინდა ვუთხრა მას, ბატონო ბიძინა, შეხედე ამ ხალხს, ეს ხალხი დაბადებულია გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის, განვითარებისთვის...ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ არ ვიყიდებით - თქვა ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას