31 ოქტომბერი არის რეფერენდუმი, როცა უნდა გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვინდა - ნატო ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო დასკვნით აქციაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ხაშურის ქარელისა და გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ მიმართა და თქვა, რომ არჩევნების დღე გადამწყვეტია და ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი.

" შევეგუებით იმ ჩამოშლილ სახელმწიფოებრიობას, როგორსაც ახლა ვხედავთ, ... იმ დაქცეულ ეკონომიკას, რომელიც ახლაა ჩვენს გარშემო, შევეგუებით ბორდერიზაციას? - არა და არა! აი ამიტომ, ეს იქნება არა მხოლოდ არჩევნები და ხმის მიცემა პოლიტიკური პარტიისა არამედ, არჩევნები ჩვენი შვილების, მოხუცების, დევნილების, ემიგრანტების, ვეტერანების მომავლისა" - ამბობს ნატო ჩხეიძე.

ნატო ჩხეიძის თქმით, 31 ოქტომბერი იქნება საქართველოსთვის შემობრუნების ისტორიული თარიღი, რისთვისაც თითოეული მოქალაქის ხმა მნიშნველოვანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი