ხელისუფლების გადასხმულმა პოლიტიკურმა დესანტმა ვერ გაამართლა - "ქართულმა მარშმა" საპროტესტო კოლონა ვერ შეაჩერა

გამოქვეყნდა:

თბილისში მომხრეების მობილიზების პარალელურად, ხელისუფლებამ ნეონაცისტურ გაერთიანებასთან ფარულ თანამშრომლობაზე უარი არ თქვა და დედაქალაქის შესასვლელთან პოლიტიკური დესანტი გადასხა:  ქართულმა მარშმა გზა გადაკეტა და საპროტესტო კოლონას დედაქალაქში არ უშვებდა. იყო ხელჩართული ჩხუბიც, მათ შორის, პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაც, მაგრამ პოლიციას არავინ დაუკავებია. 

შემოგვხვდა ნაციონალების ერთერთი კოლონა, შემოგვეჯახა მანქანა და ორ ადამიანსა და ორ მანდილოსანს მიაყენეს შეურაცხყოფა, - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომაფგენლები ინციდენტს სხვაფგავარად ჰყვებიან, ამბობენ, რომ მარშელები მათთან განგებ მივიდნენ და პროპვოკაცია მოაწყვეს. 

საბოლოოდ, მისია შეუსრულებელი დარჩა: კოლონამ დედაქალაქში შემოსვლა მაინც მოახერხა და თავისუფლების მოედანზე, ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიიის შემაჯამებელ შეხვედრაზე მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი