მაინც ჩემს ეგზიტპოლს ელოდება ყველა, თვით ბიძინაც "მთავარზე" გადმორთავს რვაზე - ნიკა გვარამიას პასუხი "იმედს"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. 

სამთავრობო ტელეარხმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Ipsos-ის კვლევა გაყალბებულია. 

"არასდროს მსგავსი გზავნილი არ მიმიღია. ეს უბედურები საერთოდ შეირყენ. ძაან უბედურება ჭირთ. მოსყიდული უკრაინელი "ჟურნალისტების" იმედად თუ ხართ არჩევნებზე, კარგად ყოფილა თქვენი საქმე, თქვე ბანძებო. ტყუილად წვალობთ, მაინც ჩემს ეგზიტპოლს ელოდება ყველა, ქოცების ჩათვლით. თვით ბიძინაც მთავარზე გადმორთავს რვაზე " - წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

"იმედს" Ipsos-ის ქართველმა წარმომადგენლემაც უპასუხა.

უცნაურია უკრაინელ ჟურნალისტებს რატომ უნდა ჰქონდეთ რაიმე ტიპის შედეგები. იმიტომ, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია Ipsos-სა და კლიენტს შორის ეს არის ურთიერთობა კლიენტსა და Ipsos-ს შორის და შესაბამისად მონაცემებს და ინფორმაციას იღებს მხოლოდ ჩვენი კლიენტი - ამ შემთხვევაში მთავარი არხი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეუძლია გამოაქვეყნოს Ipsos-ს თავის საიტზე, კლიენტის მიერ უკვე გამოქვეყნებული მონაცემები კლიენტთან თანხმობით - ამბობს ქეთი ჯავახიშვილი

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020". 

IPSOS-ის მეოთხე კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე - 49% -ს ხელისუფლების შეცვლა სურს
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი