დუშეთის პრობლემები - მოსახლეობა არჩევნების და ცვლილებების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

დუშეთის მოსახლეობა ცვლილებებს მოითხოვს. მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს შეხვდა. 

დუშეთის მცხოვრებლებმა გაიხსენეს როგორ ამოძრავდა გაყინული მუნიციპალიტეტი ათეული წლის წინ, როცა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა არსებული პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილა და მათი მოგვარება დაიწყო.

მაჟორიტარობის კანდიდატის გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფელი არ უნდა დარჩენილიყო წყლის, გაზისა და მოწესრიგებული გზის გარეშე, თუმცა 8 წლის შემდეგ, როცა ცეზარ ჩოჩელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, პრობლემების სია კვლავაც უცვლელი დახვდა.

ადგილობრივები ეკონომიკურ გაჭირვებაზე და სამუშაო ადგილების ნაკლებობაზეც საუბრობენ.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ვალდებულებაა და თავის მთავარ გამოწვევად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და ორგანიზების გარდა დამატებითი ეკონომიკური რესურსის გაჩენა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის ტურისტული პოტენციალის გამოყენებითაც შეიძლება. ცეზარ ჩოჩელს სჯერა, რომ გარდამტეხი ცვლილებები მცხეთა-მთიანეთში სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი