გადასატანი ყუთების სიებში ჯანმრთელი ადამიანები და "ოცნების" მხარდამჭერები შეჰყავთ

გამოქვეყნდა:

გადასატანი ყუთის სიაში ჯანმრთელი ამომრჩევლები შეჰყავთ. გობეჩიების ოჯახის წევრებს გადასატანი ყუთი არ მოუთხოვიათ, მაგრამ გვიყვებიან, რომ სიაში ქართული ოცნების კოორდინატორებმა ძალით შეიყვანეს. მიზეზად ოპოზიციის მხარდაჭერას ასახელებენ, ვარაუდობენ, რომ მათზე არჩევნების დღეს ზეწოლას შეეცდებიან. 

თბილისის მსგავსად, მარნეულშიც გადასატანი ყუთის სიაში ჯანმრთელი ადამიანები შეიყვანეს. სოფელ არაფლოში, ამომრჩევლების ნაწილი გადასატანი ყუთის სიაში ისე მოხვდა, რომ ამის შესახებ არაფერი იციან

იგივე სიტუაციაა სამეგრელოში. ოპოზიციიის თქმით, "ოცნების" მხარდამჭერებით გადავსებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. 

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიტატი მურთაზ ზოდელავა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბევრ ისეთ ადამიანს ხვდება, ვინც ლოგინს არის მიჯაჭვული, მაგრამ გადასატანი ყუთის სიაში ვერ მოხვდა. 

ჯანმრთელი ადამიანები გადასატან სიაში მმართველი გუნდის მხრიდან მანიპულაციის შესაძლებლობად შესაძლოა იქცეს - ამბობენ ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორიც და პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე მოითხოვენ პრობლემის დარეგულირებას. 

კანონის შესაბამისად კი თითო საარჩევნო ოლქში გადასატან ყუთში მოხვედრილმა ამომრჩეველმა 3%-ს არ უდნა გადააჭარბოს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი