"მოხდა ტექნიკუ​რი შეცდომა" - ბუბა კიკაბიძის განმარტება

გამოქვეყნდა:

ბუბა კიკაბიძე ტექნიკურ შეცდომას უწოდებს დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელი შეხვედრის დროს, რუსულ ენაზე გაჟღერებულ სიმღერას. კიკაბიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "ღამის მთავარში" განმარტავს რომ მას აქვს სპეციალურად უკრაინისთვის შედგენილი პროგრამა, რომელიც რუსულ ენაზეა და სავარაუდოდ დღეს სწორედ ამ ხარვეზთან გვქონდა საქმე:

მოხდა ტექნიკუ​რი შეცდომა.

უკრაინაში რომ მივდივარ იქ ვმღერივარ რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია რომ ტექნიკურად უცებ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად, მაგრამ კაცი როცა სიმღერას უსმენს უნდა ტექსტს დაუგდოს ყური...ესეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს.  25-მა კაცმა დამირეკა მოსკოვიდან, რომ ძლივს არ გავიგეთ რაზე გამოხვედი სცენაზეო. არ შეიძლება ესე.

ნუ ნერვიულობენ. მე რაც ომი დაიწყო 5 დღიანი, არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ და არ მიმღერია, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა" ამბობს ბუბა კიკაბიძე.

ოპოზიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ რა ენაზეც არ უნდა იმღეროს, მღერის მხოლოდ საქართველოსთვის. მან ხლეისუფლების წარმომადგენლებს 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები და გავრილოვის ღამე შეახსენა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი