იქ მოხსენიებულია საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უამრავი პირი - დეკანოიძე ГРУ-ს ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ შემუშავებულ გრიფით საიდუმლო დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც საქართველოში არეულობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიგეგმა, კრემლის მიერ დასაყრდენ პირებად ისეთი ადამიანები არიან მოხსენიებული, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოება აბარია.

იმ ანგარიშში წერია უამრავი სტრუქტურა, პირდაპირ წერია სუსი, მოხსენიებული არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს უსაფრთხოება აბარია, მათ შორის ღარიბაშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების განსაკუთრებული მსახური და მასხარაა, ამიტომ, დოკუმენტი ყოველთვის კარგია, მაგრამ მართალი გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია  ამ პირების იქ მოხსენიება, - ამბობს ხატია დეკანოიძე "ღამის მთავარში"

შეგახსენებთ, ოპერატიული ანგარიში, რომელიც "მთავარ არხს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, სავარაუდოდ გრუ-ს კაბინეტებში 2017 წლის დეკემბერშია დაწერილი. დოკუმენტს კონფიდენციალური გრიფი ადევს და მისი ადრესატი, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო გენერალური შტაბია. იმ 11 გვერდზე კი, რომელიც "მთავარი არხისთვის" ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, განხილულია პროექტი - "საქართველო 2020", სადაც გაწერილია, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში პრორუსული რიტორიკა და როგორ უნდა წამოწიონ წინ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად ან ფარულად დაუჭერენ მხარს ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის გატარებას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი