ზუგდიდში, ბანკის ძარცვაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცველები კვირაზე მეტია ეძებენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცველები კვირაზე მეტია ეძებენ და ჯერ ისევ მერ მიაგნეს მის ადგილსამყოფელს, უცნობია საქართველოში იმყოფება და თუ დატოვა ქვეყანა. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამატებითი განმარტებები არ კეთდება.

ჟურნალისტებთან არც ოჯახი გამოდის კონტაქტზე, თუმცა გუშინ ხელისუფლებასთან აფილირებულ პორტალ "კვირას" საშუალებით ბადრი ესებუას მამისმა მიმართა და ურჩია ჩაბარდეს პოლიციას.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ ფოტოებზე, რომელიც "მთავარის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში არის გადაღებული, სადაც ესებუას გადაადგილება ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ეს არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერს გადაღებული ფოტოა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი