გვიან ღამით ავტოავარიაში გარდაცვლილების ოჯახებს პოლიტიკოსები და პარტიები უსამძიმრებენ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს მათი მხარდამჭერების გარდაცვალების გამო. 

"რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - წერია განცხადებაში. 

მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. 

გიორგი ვაშაძემ და გიგი უგულავამ, გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.  

ნანუკა ჟორჟოლიანმა კი დაწერა - “რა დროს ნაცი და ქოცია, ხალხნო”?! 

გარდაცვლილების ოჯახებს ასევე მიუსამძიმრეს "ქართული ოცნების" წევრებმა: გიორგი გახარიამ და სალომე ზურაბიშვილმა 

"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა,რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუმსამძრიმოთ დაღუპულის ოჯახებს, მე მინდა ხაზგასმით მივუსამძრიმრო, ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექმები ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ," - თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავრობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზციის აქციაზე იმყოფებოდნენ და სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.  გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი