გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი გაწერეს - ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო 8 კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე. 

გარდაცვლილი 6 ადამიანი ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. 

"ყველაზე ძიმე არის გულ-მკერდის დაჟეჟილობა, ფილტვების დაჟეჟლობით და ნეკნების  მღავლობითი მოტეხილობა, არის ასევე სახის ძვლების მოტეხილობა. რაიმე პროგნოზს ვერ გავაკეთბ პაციენტთან დაკავშირებით, ჯერ ძალიან მძიმეა, ტრამვა მწვავეა, " - ამბობს ექიმი.

შსს-მ ცოტახნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 10 წლამდე ვადით. 

 მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამაც" 

მომხდარს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც, მათ ოჯახების მიმართ სამძიმარი გამოხატეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი