არცერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს - ოპოზიციის შეთანხმება

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც ისინი ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნიან. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ამ დოკუმენტით დგინდება, რომ გაერთიანებული ოპოზიცია  "ოცნებისთვის" არ შეასრულებს მაშველი რგოლის ფუნქციას. 

"ძალიან მნიშვნელოვანის ის პოლიტიკური და მორალური სიცხადე, რომელსაც გვაძლევს აღნიშნული შეთანხმება, რომლითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არცერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანისვილს და მის "ქართულ ოცნებას" და არ შეასრულებს მისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზე არსებობს ყველაზე ფართო ოპოზიციური კონსენსუსი, რაც კი დღემდე ყოფილა" - თინათინ ბოკუჩავა, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

 "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ "ოცნებასთან" თანამშრომლობა უმძიმესი დანაშაულია.

ეს დოკუმენტი არის მინიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ არის დაფიქსირებული პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ნება იმსათან დაკავშირფებით, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ არ ითანამშრომლებს ივანიშვილთან, მის "ქართულ ოცნებასთან და ამ პრორუსულ ძალასთან, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა უმძიმეს კატასტროფამდე, რომელმაც ჩააფლავა. როგორც ეკონომიკა, ისე კორონაზე რაგირება, ისე კრიმინალის მდგომარეობა. ყველა მიმართულებით შექმნა უმძიმესი კრიზისი და მასთან თანამშრომლობა არის უმძიმესი დანაშაული, - ამბობს სერგი კაპანაძე 

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი