პარალმენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინულმა სასარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თვითონ განაცხადა. მაშინ, როდესაც დელეგაცაის საქართველოში არ უშვებენ და 50 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს გვიან ღამემდე აეროპორტში ელოდა და საბოლოოდ, უარი მიიღო.
უკრაინელ დამკვირველებლთა დელეგაციას არ უშვებენ
"მე როგორც ვიცი, თვითონ თქვეს უარი საქართველოში ჩამოსვლაზე, მიზეზეი არ ვიცი რა არის, თუმცა ჩარტერზე თვითონ თქვეს უარი, მე ვიცი რომ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებიც არსებობს - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამ თემაზევე პრემიერმინისტრი ამობობს, რომ არ არის ინფრომირებული და მისივე თქმით, საკითში ვერ ერკვევა.
უკრაინელი დეპუტატები კი, საქართველოს ხელისუფლებისგან ჩამოსვლაზე უარს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
"ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ საქართველოში არ გველოდებოდნენ, ვფიქრობ რომ მათთვის ზედმეტი ვიყავით, სხვა ახსნას ვერ ვპულობ, ნათელია რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობაა, კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია, ცუდია რომ საქართველო მზად არ არის დემოკრატიული არჩევნებისთვის." - ამბობს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული "რადას" დეპუტატებისა და ჟურნალისტების დელეგაციას, საქართველოსგან არჩევნებზე დაკვირვების ფორმალური თანხმობა ჰქონდა, თუმცა მათი ჩარტერული რეისი მოულოდნელად გაუქმდა.