პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მხრიდან მყარი მხარდაჭერა აქვს. ეს მათ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება. კობახიძისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია, რომ ოპოზიციას ჯამში 40% აქვს.
"სხვანაირად შეხედეთ. ის კი არ არის გასაკვირი, რომ "ქართულ ოცნებას" 60% აქვს, გასაკვრი არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს"მ "პატრიოტთა ალიანსს" და ა.შ. ჯამში 40% აქვთ. ეს არა მარტო გასაკვირი, არამედ, შემაშფოთებელიცაა", - თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა განვითარდება და ასეთი ოპოზიციური პარტიები ჯამურ 40%-საც ვერ მიიღებენ.
ირაკლი კობახიძემ პარტიის წინასაარჩევნო ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და არ არის გასაკვირი, რომ "ოცნებამ" 20 მილიონი ლარის მობილიზება მოახერხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, ხვალ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.