"სტრატეგია აღმაშენებელი" და მისი ლიდერი გიორგი ვაშაძე მახათას მთაზე შემაჯამებელ შეხვედრა გამართა და ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევანი გააკეთონ აღმშენებლობასა და დაპირისპირება კინკლაობას შორის.
"27 ნომრის და "სტრატეგია აღმაშენებლის" შემოხაზვა ეს ნიშნავს კრიმინალის და კრიმინალური ვითარების დასტაბილურებას ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში მოდის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არიან გემსახურონ, რომლებიც მზად არიან ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სიკეთე მოიტანონ თითეული ქართველის ოჯახში" - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პარტიის ლიდერის თქმით, წარმატების მისაღწევად საქართველოს ყველა სოფელში მუდამ უნდა ისმოდეს მშენებლობის ხმა და ამომრჩეველბმა ისე უნდა "მოვქოქოთ ხვალ საარჩევნო ბიულეტენებით აღმშენებლობის პროცესი", როგორც თავად ლიდერმა იქვე მდგარი ტრაქტორი.
"აი ეს ხმა, აი ეს ტრაქტორის გუგუნი, უნდა ისმოდეს მთელ საქართველოში, მთელ სოფელსა თუ რაიონში, აბსოლუტურად ყველა დასახლებულ პუნქტში დღე და ღამე ეს ხმა უნდა ისმოდეს, 24/7-ზე იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ წარმატებას" - თქვა პარტიის ლიდერმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი