ბათუმში "ქართული ოცნება" სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, არჩევნების დღეს, მანქანების გაჩერებას და მოქალაქეებისთვის მომსახურეობის შეწყვეტას თხოვს და სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები, "მთავართან" საუბრისას ადასტურებენ, რომ მანქანების გაჩერების სანაცვლოდ "ოცნებისგან"  ფულად გასამრჯელოს მიიღებენ.

"ოცნება ფულს გვიხდის იმისთვის, მანქანები სადგურებიდან არ გამოიყვანოთ, იყოს იქო, ... 70 ლარი გვითხრეს" - ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი.

მძღოლების თქმით, მათ უთხრეს, რომ თუ "ოცნებას" ამომრჩევლების გადაყვანა თავად დასჭირდება, უნდა მოემსახურონ. 

ბათუმის მოსახლეობა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" შემოთავაზებას არ ეთანხმებიან და თუ ტაქსების მომსახურეობა შეიზღუდება, საარჩევნო უბანზე  ფეხით მივლენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი