საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ 31 ოქტომბერს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ხმას გადასატანი ყუთით მისცემს.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია "ერთსულოვნება" - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, პატრიარქი წლების განმავლობაში ხმას საარჩევნო უბანზე მარკირების გავლის გარეშე აძლევდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი