არჩევნებზე რამდენჯერმე მოსული ამომრჩევლის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდiვიანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნების დღეს ესტონური კომპანიის მიერ 3 ათასამდე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიცირების სპეციალური სისტემა დამონტაჟდება. პროგრამა ამომრჩევლის ამოცნობისას მხოლოდ სახეს არ ეყრდობა, ამიტომ პირბადე დაბრკოლებას არ შეუქმნის. 

"სამწუხაროდ, დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ გვიწევს მსგავსი პროგრამების გამოყენება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები", - თქვა კობა ნაყოფიამ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბების მეთოდს ყოველ წელს ხვეწს.  ყველაზე გავრცელებული მეთოდები ყალბი პირადობის მოწმობების შექმნას, საცხოვრებელ მისამართზე უცხო პირების მიწერას და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად ხმის მიცემას  უკავშირდება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი