ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში საქართველოში ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების ფაქტები არ დასტურდება.
"მე ხელთ მაქვს საერთაშორო დასკვნები და შემიძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს გავუგზავნო და თუ იქ ერთ სიტყვას სადმე, იმ სიტყვის მსგავსს, რაც თქვენ იხმარეთ, აღმოაჩენთ ჩაწერილს, მე მზად ვარ, დღესვე განცხადება დავწერო და წავიდე თანამდებობიდან", - ამბობს გიორგი შარაბიძე.
მისი თქმით, არჩევნები, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, მასშტაბურ ლოჯისტიკურ პროცესთანაა დაკავშირებული, ამიტომ წვრილმანი პროცედურული დარღვევები ბუნებრივი და ნორმალურია.
ასევე, გიორგი შარაბიძის ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩევლის 55%-ზე მეტი სანდოობა აქვს. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის ასლები მედია საშუალებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ისე - ინტერნეტში, რაც არჩევნების ობიექტურობაზე მიუთითებს.
როგორც გიორგი შარაბიძე ამბობს, საქართველოში არჩევნების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და ობიექტურია და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება წინა არჩევნებზე პროფესიულად უზრუნველყოფილი იყო. თუმცა, გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ბიულეტენის ბათილად ცნობის წესთან დაკავშირებით კითხვა უპასუხოდ დატოვა, როცა გადაცემის ერთერთი წამყვანი დაინტერესდა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს შეეშლებოდა და ბიულეტენში მისთვის სასურველი ნომრის გარდა, ყველა სხავა ნომერს გადახაზავდა,