თურქეთიდან თბილისში ერთი საათით დაშვებული კერძო ავიალაინერი - ვიზიტი გასაიდუმლოებულია

გამოქვეყნდა:

შუადღისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს კლასის სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა. თურქეთიდან ჩამოსული ლაინერი დედაქალაქში სულ ერთი საათიც კი არ გაჩერდა და შემდეგ დატოვა ქვეყნის ფარგლები. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში მთავარ არხს ინფორმაციას არ აწვდიან. 

საუბარია კანადური წარმოების ლაინერზე, რომლის დაქირავება ძალიან ძვირი ღირს და მით უმეტეს, კორონაპანდემიის პირობებში, არჩევნებამდე ერთი დღიოთ ადრე რატომ ჩამოფრინდა თბილისში, გაუგებარია. ეს ლაინერი, თავდაპირტველად დალამანში იყო ბაზირებული - ეს არის თურქეთის ცნობილი საზღვაო ქალაქი, სადაც ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი ცხოვრობს, 17:10-ზე ჩამოფრინდა ლაინერი და ერთი საათით დარჩა აქ, შემდეგ კი ათენში გაფრინდა. "მთავარი არხის" ინფორნაციით, მან კრიომინალური ავტორიტეტები ჩამოიყვანა და ათენში გადაიყვანა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი