კრიმინალური ჯგუფები ქართულ ოცნებასთან კოორდინაციაში არიან და ხვალინდელ დღეს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" კახეთსა და გურიაში კრიმინალური ავტორიტეტების მმართველ პარტიასთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია მოიპოვა. ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში "ქართული ოცნების" ლიდერების მითითებით მათი გარემოცვის წევრი კრიმინალები ქმნიან სპეციალურ მობილურ ჯგუფებს, ძალადობით ცდილობენ ხმების მობილიზებას და ხვალ, არჩევნების დღეს, უბნებზე დაძაბულობის და დაპირისპირების გამოწვევას გეგმავენ.

გურჯაანი - გოგიტა ახალმოსულიშვილი (ბურვაკა) - დაკავებული იყო ქურდულ სამყაროსთნ კავშირისა და ყაჩაღობის გამო. (დედააა - ბაბულია ახალმოსულიშვილი)

სოფელი ახაშენი - თენგო ჯანიაშვილი. დაკავებული იყო ინაუგურაციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო. გაათავისუფლეს და ოცნების სასარგებლოდ მუშაობს. მისი ძმა პატიმარია ოჯახური ძალადობის გამო. 

ოთარ ელიზბარაშვილი - ჭაღარა. სხვადასხვა დანაშაულზე რამენჯერმეა ნასამართლევი. 
სოფელი კოლაგი და ბაკურციხე  - ვაჟა კვეზერელი . ყოფილი მოკრივე. ე.წ კაი ბიჭია.

"მთავარმა არხმა" სიქრინებიც ნოიპოვა, სადაც ე.წ. "კაი ბიჭები" ერთმანეთს ეკონტაქტებიან და აფრთხილებენ, რომ მთავარი მტერი მათთვის მედიაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი