
"ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ვიდეო მიმართვა ჩაწერა და ისევ ოპოზიციასა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა. მისი აზრით, დრამატულია, რომ ქართული პოლიტიკა ამომრჩეველს "ოცნების" საპირწონე, ჯანსაღ ალტერნატივას ვერ სთავაზობს.
"მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს "ქართულ ოცნებას" დრამატულია ის ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ოცნების საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული ოპოზიციური ძალა. რის გამოც ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული არჩევანი ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
ჩვენ ხომ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით რას უქადის ეს არჩევანი ჩვენ სამშობლოს და სწორედ ამიტომ ჩვენი ვალია ქართული ოცნების მხარდამჭერთა 100%-იანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ. რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც "ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ძმები და დები არიან". მისი აზრით, უნდა გვახსოვდეს, რომ "საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან". მისივე მტკიცებით, მასე განაწყენებული მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ ისინი ეიმედებათ.
ამავე თემაზე: