საარჩევნო ბიულეტენი გასაღებია თქვენივე მომავლის - გიორგი ვაშაძე 

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, რომ მთავარია არა ის, მას დაუჭერენ თუ არა მხარს ამომრჩევლები, არამედ ის, რომ ხმა მიიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა.

განა ვამბობ, რომ მე მომცეთ ხმა, ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, ფართო არჩევანია, ოღონდ მოდით არჩევნებზე. მოდით ძალიან მაგარი მუხტით, ენერგიით და ხმა მიეცით თქვენი ქვეყნის მომავალს. 

მისივე თქმით ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, ადამიანების დამოკიდებულებაა, როცა ისინი თვლიან რომ მათი ხმა გადამწყვეტი არაა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პარტნიორი ხვალინდელ არჩევნებზე ამომრჩევლის პასიურობა იქნება, ამიტომ ყველას მოუწოდა საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ.

ერთადერთი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის შეიძლება იყოს თქვენი პასიურობა, ის, რომ იფიქროთ, თითქოს თქვენს გარეშე გადაწყდება არჩევნების ბედი. ეს ასე არ არის, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ არჩევნების მნიშვნელობა, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი