პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხვალინდელი დღე ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ამ თემაზე მან ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.
"ხვალ ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყნის ვარდნა, ჩვენ უნდა გავისტრუმორთ დამარცხებული ხელისუფლება, ხელისუფლება რომელმაც წააგო ბრძოლა კრიმინალთან, ეკონომიკურ გამოწვევბეთან, პანდემიასთან", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ხვალ ჩვენ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.