ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება - გახარიამ ხმა მისცა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა დემოკრატიულ დასავლურ სახელმწიფოს მისცა. 

ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ დასავლურ სახელმწიფოს. ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი- ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ხმა მისცა "საქართველოს რომელიც არის უკეთესი დღეს ვიდრე იყო გუშინ და იქნება უკეთესი ხვალ ვიდრე არის დღეს". გახარია ამბობს, რომ - ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება - მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს აკმაყოფილებდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი