დარღვევა მოხდა ქუთაისის #39-ე საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტინები არ გასცეს. მათი თქმით, დაახლოებით 15 ამომრჩეველმა მერიის ბიულეტენი ვერ მიიღო. მომხდარზე საჩივარიც დაიწერა. ფაქტს ადასტურებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ უბანზე არსებული ხმაურის გამო მესამე ბიულეტენების გაცემა დაავიწყდათ. ამასთან, უბნებზე სიებით იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უბანზე მისულ მოქალაქეებს აკონტროლებენ.
ქუთაისი დღეს პროპორციული და მაჟორიტარი დეპუტატის გარდა, ქალაქის მერსაც ირჩევს.