"წადი სახლში გენაცვალოს დეიდამ"- "ოცნების" კოორდინატორის რჩევა ჟურნალისტს და კონსპირაციული შტაბები გორში

გამოქვეყნდა:

გორში, სოფელ გარეჯვარის საარჩევნო უბანთან "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" ე.წ. კონსპირაციული შტაბი აღმოაჩინა, სადაც ამომრჩევლებს ინიშნავენ. ჩვენი ინფორმაციით, ქართული ოცნების დამკვირვებლები უბნებზე მისულ მოქალაქეებს ფანჯრებიდან აკვირდებიან.

დარღვევებია სხვა უბნებზეც, სადაც "მთავარმა" ფოტოსურათებიანი სიები აღმოაჩინა.  "ოცნების" დამკვირვებლები "მთავართან" არ საუბრობენ, თუ რას ინიშნავენ და ჩვენს გადამღებ ჯგუფს რჩევას აძლევენ - "წადი სახლში გენაცვალოს დეიდამ და ცოტა აზრზე მოდი"- მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს "ოცნების" კოორდინატორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი