საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის რიგები და მაღალი აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება და უკვე მეორედ, ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვლება.
"ველოდები არაორპოლუსიან, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც მოქალაქეების ხმა იქნება და არა პოლიტიკური ინტრიგები - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მეოთხე პრეზიდენტი შსს-ს დაწყებულ გამოძიებასაც გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამბობს, რომ "საბურავების საქმის" შემდეგ ასეთი "50-60 საქმე ახსოვს და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს"