"ამომრჩეველმა ხმა რეგისტრატორის მაგიდასთან მისცა" - მესამე სექტორის მიერ გამოვლენილი დარღვევები

გამოქვეყნდა:

საარჩენო პროცესს აკვირდებიან და გამოვლენილ დარღვევებს აღრიცხავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.  12 საათის მონაცემებით, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვივებელმა 10 საჩივარი დაწერა, რაც შეეხება "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს მათ 16 საჩიავარი დაწერეს.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - გურჯაანის საარჩევნო ოლქში და ბათუმის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ღია ბიულეტენებით გამოდიოდნენ საარჩევნო კაბინიდან, რაც შესაძლებელს ხდიდა იქ მყოფ პირებს დაენახათ, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ამომრჩეველმა ხმა რეგისტრატორის მაგიდასთან მისცა -  ეს დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 უბანზე მოხდა, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. 

წილისყრის პროცესები ჩატარდა დარღვევით ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვასლეს ფურცლები, სადაც მითითებული იყო, რა ფუნქციები უნდა შეესრულებინათ.

7 საათის შემდეგ "საიას" დამკვირვებელს გარდაბნის #19 უბანზე არ მისცეს შესვლის უფლება. ამ საკითხზე დაწერილია საჩივარი. 

წილისყრის პროცესების დარღვევები იყო: საბურთალოს #23, მთაწმინდის #3 და თელავის #54 უბნებზე. ასევე, ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილსყრის პორცედურების დარღვევასთან დაკავშირებით.

წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს მარნეულის #86 უბანში. 

ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ მედიასაშუალება "ნიუპოსტის" წარმომადგენლები - ეს წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან  მოხდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი