დარღვევები თბილისსა და რეგიონებში - ხმების დაცვის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები – ბათუმის, კრწანისის, სვანეთის, საბურთალოს და ისნის საარჩევნო ოლქებში. ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო დარღვევებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დავითაიას თქმით, მათ დარღვევების მტკიცებულებებიც აქვთ.

"  ბათუმში მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხდება ფულის გაცემა კონვერტების გზით, ეს ხდება ასევე კრწანისში, მტკიცებულება ამ ეტაპზე გვაქვს ბათუმის კადრების, მთელ რეგიონში ხდება თანხმების გაცემა.

ზემო სვანეთში - წარმომადგენლები დგანან საარჩევნო კაბინასთან, და აკონტროლებენ ხმის მიცემას, რაც ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშნველოვანი დარღვევა არის 25-ე უბანზე, კრწანისში, სადაც ხელმოწერები და გაცემული ბიულეტინები არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს იძლევა მანიპულაციის საშუალებას.

საბურთალოს ოლქზე საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ფსკერი, სად იყრებოდა კონვერტები კაცისშვილმა არ იცის, კონტროლი დაკარგულია. ხევენ საარჩევნო სიას, ისანში, ცდილობდნენ 2 ნომერი ევროპული საქართველოსი, მოეხიათ, რომ 2 ნომერი არ შემოეხაზათ. ხდება ბიულეტინების გატანა უბნებიდან. " – თქვა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაია ამბობს, რომ ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბი დარღვევებზე საჩივრებს ამზადებს, ხოლო მათი მოპოვებული ვიდეო–მტკიცებულებებისა და დარღვევების ნახვა მოქალაქეებს საიტზე – 31.ge შეუძლიათ.

არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

დაღვევებეია ქუთაისშიც. ზუგდიდში. ვანსა და ხონში.

ინციდიენტების გარეშე არ ჩაუვლია საარჩევნო პროცესს არც მარნეულშიდარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი